წინასაახალწლო დღეებში გინდა გასული წლის მნიშვნელოვან
მოვლენებსა და/თუ ემოციებს თავი მოუყარო. საკუთარ თავს თვალი გადაავლო და დაფიქრდე რა შეიცვალა, რატომ
შეიცვალა და მერე ცდილობ ამ ყველაფერს ახსნა მოუძებნო. შეიძლება არც ცდილობ და მსგავსს
არაფერს აკეთებ, მაგრამ ახლა მე დამემართა ასე .
ვფიქრობდი ადამიანზე, რომელზეც
მეორედ ვწერ. აქვე ვიტყვი, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ორჯერ არასდროს დამიწერია.
ცხოვრების კონკრეტული ეტაპი უკავშირდებოდა კონკრეტულ პიროვნებას, როცა ეს ეტაპი სრულდებოდა
, ვწერდი და მთავრდებოდა. ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირადაა ჩაკვარახჭინებული ყველაფერი.
უფრო საინტერესოდ, უფრო სათავგადასავლოდ. საღიარებელია ისიც , რომ ამ
უსაინტერესულობა ამბავს ცოტა გულის წყვეტაც ახლავს, რაზეც წლის შემაჯამებელ პოსტში არ დავწვრილმანდები და
ამბის მხოლოდ რომანტიულ და იუმორისტულ ნაწილს დავწერ.
ხშირად მეც მიმიღია მონაწილეობა საუბარში, თემაზე
იცვლებიან თუ არა ადამიანები. არ მახსოვს მაშინ რას ვამტკიცებდი, მაგრამ ახლა თუ მკითხავენ
ვეტყვი, რომ ადამიანები არ იცვლებიან. თინეიჯერობისას ვნახე ფილმი „ინტუიცია“ . მახსოვს
იმ პატარა გოგოს ცრემლები ფინალურ კადრს რომ ახლდა. ეს სულ მცირე 12-13 წლის წინ იყო.
მერე ცხრა წყალმა ჩაიარა, გავიზარდე, ბევრი რამ მოხდა, ბევრი გამიხარდა და ალბათ კიდევ
უფრო ბევრი მეტკინა, რის გამოც ვფიქრობდი
, რომ იმ მეოცნებე ფანტაზიორი გოგოსგან მხოლოდ ფოტოებიღა დარჩა საოჯახო ალბომის ფურცლებზე,
მაგრამ ნურას უკაცრავად.
ბევრმა წყალმა ჩაიარა. მეც ვიარე , ხან აღმართ და ალბათ უფრო ხშირად დაღმართ გზებზე. ამ წინა
საახალწლო განწყობაზე ყოფნისას მივხვდი , რომ არსად არ წასულა მეოცნებე და ფანტაზიორი გოგო. მხოლოდ საოჯახო ალბომის
ფოტოებზე კი არა, ყველგანაა სადაც მიდის. დაატარებს თავისი ნაოცნებარი ფანტაზიების გუდას. პირველივე შესაძლებლობისას თავს
მოხსნის ამ გუდას . რეალურ ამბავს კი ცოტა ოცნებით, ცოტა ფანტაზიით, ცოტა ფილმში ნანახით,
ცოტაც წიგნში წაკითხულით ისეთ არნახულ რეალობად დააფრთიანებს თვითონ, რომ მოსწონს მხოლოდ და ეღიმება ტუჩის კუთხეში ჩატეხილი ღიმილით.
ამ
ამბებს გამორჩეულობის დაღს სრულიად აჟიტირების ფონზე თავად ვასვამ.
მივყვები ოცნებებს და დავფრინავ იქამდე სანამ ფრთებს არ მიმატეხავენ და მიწაზე სახით
არ აღმოვჩნდები . მაგრამ ახლა რასაც ვყვები სრულიად განსხვავებული
შემთხვევაა.
ადამიანი, რომელზეც ვწერ მართლა გამორჩეულია თავისი რომანტიულობით,
ადამიანურობით, ფანტაზიითა და იუმორით . რაღაცნაირად შევავსეთ ერთმანეთის თავქარიანობა
და თქვენ კი არა მეც მიკვრის ასე რომ გაგვიგრძელდა ეს ამბავი.
მასთან
ერთად ერთი დღის განმავლობაში შეიძლება აღმოჩნდე
სულთანის ცოლი, არაბი ბედუინის მეგობარი, უბრალოდ „გაიჩითოთ ბრატებად“ და იყო
კაპიტნის გოგო. მისი ფანტაზია იმ ზღვებივით უკიდეგანოა, რომლებშიც მოგზაურობს.
როგორ დაიწყო ეს ამბავი? ყველაზე სუსტი წერტილი მომიძებნა
და ვირტუალური ნაცნობობა რომ იქვე დაბლოკვით არ დასრულებულიყო, დახმარება მთხოვა მისი
სასურველი წიგნის ელ.ვერსიის მოძებნაში, რადგან თვითონ წვდომა არ ჰქონდა ქართულ ენოვან
წიგნის მაღაზიებთან.
ეს უბრალო დახმარება ერთმანეთის უიშვიათეს მოკითხვაში
გადაიზარდა , იქამდე სანამ ხმელთაშუა ზღვაში "ტყვედ ჩავარდნილმა „კარალევსკი კრაბმა“ არ
მომთაფლა, მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის წყალობით, რომ ათასობით კილომეტრით დაშორებულ უცხო
ადამიანს ჩემთვის გაემეტა კიბორჩხალის ეს უიშვიათესი სახეობა.
ასე
მივყევ-მოვყევით და ნაცნობობა, მეგოგბრობაში, მეგობრობა „ძმაკაცობაში“, „ძმაკაცობა“
გაპრანჭვაში და გაპრანჭვა ვირტუალურ რომანტიულ თავგადასავალში გადაიზარდა. მოკლედ ამ უკანასკნელით ძალიან მოვიხიბლეთ
ორი ფანტაზიორ-რომანტიკოსი ადამიანი და მეტი ემოციური ფონისთვის საქმეში ჩავრთეთ ელექტრონული
ფოსტა (ეს უკვე ჩემი იდეით , რომელიც შაფაქის „სიყვარულის 40 წესით“ იყო შთაგონებული).
ელექტრონული ფოსტა არ ეყო საქმეს , რადგან
რიგი მიზეზების გამო ხშირად იყო დღეები ან ღამეები როცა ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა,
ამიტომ ინტერნეტი ჩაანაცვლა ზერომანტიულობით 21-ე საუკუნისთვის. ეს გახლავთ მისი აღმატებულება
ხელნაწერი წერილები.
ახლა თუ მელოდრამაა ბოლომდე მელოდრამა იყოს. ამ ვირტუალურ გაპრანჭულობასაც გამოუჩნდა თავისი ლოგიკური დასასრული. გაპრანჭულობა გადმოვზარდეთ
ისევ მეგობრობაში და ალბათ დროთა განმავლობაში დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას, რომელიც
მდგომარეობდა ერთმანეთის იშვიათად მოკითხვაში.
ბევრი გულის წყვეტის მიუხედავად „ასეა ეს“ ( დათას იტონაციით).
ხოდა
ჩვენ ჩვენ არ ვიქნებოდთ ამ დასასრულს თუ ზეორიგინალურობით არ განვადიდებდით. საქმეში
ჩავრთე „სიყრმის“ დროინდელი გატაცებები. მეგობრების დახმარებით გავიხსენე ფილმი „ინტუიცია“
და „წერილი ბოთლში“. გადაწყდა, რომ მის მიერ ნაწერი წერილები
უნდა მოათავსოს ბოთლში და გადააგდოს ზღვაში. ბოთლში თან იქნება ჩემი ელექტრონული ფოსტა . წერილები თუ სადმე ცივილიზებულ ადგილას გარიყა ზღვამ და გამოგვიგზავნეს ესე იგი
ნიშანია ბედისგან :).
ეს ამბავი მე უფრო მეტად მართობს , ვიდრე მას. მისთვის
ზედმეტად ნაადრევი და
სევდიანი დასასრულია, მაგრამ მისი გამორჩეულობა ასე აღიარებული
არ მექნებოდა , რომ არა იუმორი მაშინაც კი როცა რაიმე არ მოსწონს და კითხვა: „ბოთლი
დელფინმა რომ გადაყლაპოს და არსად გამოირიყოს“? "ბოთლიყლაპია დელფინისგან თავდასაცავად დავიტოვეთ ბოლო ალტერნატივა. ამ წერილებს, უკვე დაფოტოვებულს და ამობეჭდილს, პირველივე ლაშქრობისას დავტოვებ
მთებში მისი ელექტრონული ფოსტით.
ვნახოთ რა ბედი ეწევა ბოთლს. გადაყლაპავს თუ არა დელფინი. მერე ვინმე ჯადოქარი თუ გამოჩნდება , რომელიც დელფინის მუცლიდან ამოიღებს წერილებით
სავსე ბოთლს და გამომიგზავნის.
წერილები ბოთლში და ბოთლი ხმელთაშუა ზღვაში ამაღამ გადაცუნცულდება. ველოდები ამ კადრების ორიგინალურ (დაპირებულია) ვიდეოს, ეს წერილი კი მისთვის
სიურპრიზია და ვიმედოვნებ გაუხარდება.
პ.ს. ამასობაში ამ შუა ზამთარს შემოდგომისპირულად გაწვიმდა <3

