„წიგნი, ისეთი უნდა იყოს , რო ჩაათავებ გინდა, რომ მაგის
დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს და როცა გინდა დაურეკავ, თუნდაც შუაღამისას და
შენს გემოზე ებაზრები“-წიგნების შესახებ ეს ჯერომ სელენჯერის ერთ-ერთი პერსონაჟის მოსაზრებაა.
მე კი მგონია, წიგნი ისეთი უნდა იყოს დაგიწიოკოს გული, სული, ფიქრები. შენი დაწყობილი
აზრები და გეგმები თავდაყირა დააყენოს, კითხვებით აგავსოს და მისი დამწერი არავითარ
შემთხვევაში არ უნდა იყოს შენი მეგობარი, რომ კითხვებზე მზა პასუხები კი არ მიიღო
, არამედ ღამეები ათენო და უკირკიტო თითოეულ კითხვას პასუხის გასაცემად. მერე რა, თუ ბევრზე ბევრი კითხვა დაგრჩა
უპასუხოდ და გონება გამუდმებით ფიქრის რეჟიმშია... კარგმა წიგნმა ამ მდგომარეობამდე
უნდა მიგიყვანოს. შენში ვერ იპოვი კითხვებზე პასუხებს და მერე სხვა ადამიანებში დაიწყებ
ძებნას. მათ სამყაროში შეღწევას შეეცდები, რომ მილიონიდან ერთი პასუხი მაინც მიიღო.
ბოლო დროს ამეკვიატა კითხვები იმის შესახებ, ახალმა
თაობამ როგორ ისწავლოს რა არის ოჯახი? ვისგან აიღონ პატარებმა მაგალითი როგორი ოჯახი უნდა
შექმნან , როცა ყოველდღიურად ამდენი ოჯახი ინგრევა, მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და
ერთ-ერთ მშობელთან შაბათ-კვირას „სტუმრად“ მისულს სახლში „მამიკოს ცოლი“ ან „დედიკოს
ქმარი“ დაუხვდება ხოლმე. ვინ იყოს მათთვის მაგალითი : მამა რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს
და შვილის სულიერ მხარეს ნაკლებად იცნობს, თუ დედა-რომელიც ხშირ შემთხვევაში გადატვირთული
სამუშაო გრაფიკის გამო საღამოს სახლში მისულს აღარც თავი აქვს, შვილს ზღაპარი რომ წაუკითხოს
და აღარც ნერვები.
მეორე უკიდურესობა ისაა, როცა ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობს მხოლოდ ვალდებულებების
გამო, რაც შვილების წინაშე აკისრიათ და ბავშვები ყოველდღიურად უყურებენ ერთმანეთის
„მოძულე“ მშობლების, ჩხუბითა და სკანდალებით დასრულებულ დღეებს.
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ყველაზე ნაკლები კომპეტენცია
შემწევს, არ ვიცი რა ჯობია, განქორწინება, როცა ხედავ რომ იმ ადამიანის აღარ გესმის
, თუ შვილების გამო „ფასადური ოჯახის“ სახის შენარჩუნება. პასუხი არ მაქვს. მაგრამ
ფაქტია , რომ ამ საუკუნის „განქორწინებომანია“ სტატისტიკური მონაცემების შემცირებას
არ აპირებს. ბევრი დანგრეული, ან დანგრევის პირას მყოფი ოჯახის ამბავი დაგროვდა ჩემს
გარშემო და სუბიექტური მიზეზების გამო დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.
გულის
გადასაყოლებლად „მე ვარ მალალა“ ვიყიდე და კითხვას შევუდექი. ამ წიგნის ღირსებებზე
საუბარს არ მოვყვები, კარგად ვიცით რა ღირებულებების მატარებელი წიგნია, მაგრამ რომ
გითხრათ,
მასში მოთხრობილი ოჯახური
ურთიერთობების წაკითხვამ შვება მომგვარა თქო მოგატყუებთ.
გამუდმებით იმაზე მეფიქრება
რა ხდება პატარა ბავშვის გულსა და გონებაში , როცა უსიყვარულოდ მცხოვრები მშობლების
რუტინას უყურებენ. უმოქმედობისგან სასოწარკვეთილმა ჩავალაგე ზურგჩანთაში პლედი , წიგნები
და თერმოსი.
რკონისკენ ავიღე გეზი.
ტრანსპორტში, რომ ავედი პირველი ვინც თვალში მომხვდა
იყო წყვილი, რომელზეც ვიფიქრე „ალბათ შეყვარებულები“ არიან თქო. სითბო და სიყვარული
იფრქვეოდა მათი სახიდან და თვალებიდან, არა მხოლოდ ერთმანეთის, არამედ -ადამიანების
მიმართ. ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს , რომ უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის,უსიტყვოდ-ზრუნავდნენ
ერთმანეთზე, გეგმავდნენ მომავალ შვილების მომავალსა და მორიგ გასვლებს ქალაქგარეთ.
იშვიათად თუ გადააწყდები
10 წლიანი თანაცხოვრების „სტაჟით“ ცოლ-ქმარს, რომლებსაც ასე უხარიათ ერთად ტურში სიარული
და „სიყვარულის ბილიკს“ 16 წლის ბავშვებივით წრფელი გრძნობით ანთებული გულითა და ჩახვეული
ხელის გულებით , რომ გაივლიან.
მათზე ბევრი არაფერი ვიცი, ბევრი კი არა საერთოდ არაფერი
ვიცი, გარდა იმისა, რომ ქმარს კოტე ქვია, ცოლს-ნინო. სულ ერთხელ ვნახე , მაგრამ მათში
აღმოვაჩინე ის რაც მაკლდა და მეგონა აღარ არსებობდა დედამიწაზე.
როდესაც რაღაცას კარგავ,
ან ამთავრებ, ან უშვებ შენი ცხოვრებიდან გული გწყდება. რაც არ უნდა ძლიერი და გამბედავი
იყო, გული გწყდება იმაზე, რომ რისთვის 9 წელი თავგადადებული იბრძოდი და სიცოცხლესა
და ბავშვობის წლებს წირავდი , თურმე სულაც არ ყოფილა ისეთი ძლიერი და უკვდავი , როგორიც
წარმოგედგინა. დავკარგე და ჩავთვალე, რომ აღარ არსებობდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა
, როცა მწარედ კი არა სასიამოვნოდ შევცდი.
სიყვარული არ არსებობს კი არა, სიყვარული არსებობს
, თუ არსებობს დედამიწაზე და ამაში კოტეს და ნინის გაცნობამ დამარწმუნა. და სიყვარული
თუ არსებობს ყველაფერი სხვა ადამიანური გრძნობა და ურთიერთობა გუგუნებს დედამიწაზე,
რომელსაც ვერაფერი მოსპობს და გადააშენებს.
ძალიან მომინდა კოტეს და ნინოს შვილები გამეცნო და შემედარებინა
იმ ბავშვებისთვის, ვისზე დარდმაც ამ წერილის წერამდე მიმიყვანა. მათი შვილები პატარები
არიან და ტურში ვერ ივლიან, სამაგიეროდ იმავე დღეს ვნახე გოგოები, რომლებიც დაახლოებით
წარმოვიდგინე , რომ ისეთივე თბილ, მშვიდ და სიყვარულით სავსე ოჯახებში იზრდებიან ,
როგორიც კოტეს და ნინოს აქვთ.
ანი და მარიამი. ბავშვები, რომლებისთვისაც მთავარი სწავლაა
და სწავლისგან თავისუფალ დროს ატარებენ მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში. მარიამი მეორედ
ვნახე, ანი მესამედ. ეს იმას ნიშნავს, რომ არც მათ ვიცნობ, მაგრამ რომ შეხედავ და სიმშვიდეს
მოგიტანენ , ისეთი გოგოები არიან, რომლებმაც იციან რა არის მეგობრობა და ჰყავთ კიდეც
ერთმანეთი და სხვა მეგობრებიც.
ანის მეგობარი ტიმონი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელსაც მსგავს საკითხებზე კითხვები როგორც იმავე დღეს აღმოვაჩინე
მასაც აწუხებს და იმიტომ "დაეხეტება",
რომ „ადამიანები“აღმოაჩინოს. „მიხარია, როცა აღმოვაჩენ, რომ ქვეყანა მხოლოდ ის ბაბულიკები
არ არიან, რომლებიც ჩემი სამსახურის წინ იყრიან თავს“ და ის რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ
ბაბულიკები არ არიან ამაში მთასა და ტყეში სხვანაირად რწმუნდები, იქ ადამიანებს სხვანაირად
უძგერთ გული, სხვა ზრუნვა და სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან, რაც რაც არ უნდა გასაოცარი
იყოს ქალაქში დაბრუნებისას ან საერთოდ ქრება, ან მომავალ გასვლამდე მიიძინებს ხოლმე,
მაგრამ ეს მომავალი გასვლები კიდევ კარგი ხშირად აქვს „დიდ მამბერს“, ხოდა ჩვენც ასე
ავიკრავთ ხოლმე გუდა-ნაბადს და მივდივართ იქ, სადაც პუმბა და ტიმონი მღერიან, უსტაბაში
არტ-ებს იღებს, ატამანი სანამ ჩვენ დავეხეტებით საოცარ ხედებს „იჭერს“ და მერე შენს
თავს ეკითხები: უი, აქ მეც ხომ ვიყავი და რატომ ვერ ვნახე?
ყველაფერს ერთი თვალი ვერ
ნახავს, ზოგი ფოტოს გადაიღებს, ზოგი -იმღერებს, ზოგი-მოზღვავებულ არტ-ს გადააქცევს
ფოტოდ, რომელიც ამ ყველაფერს უშრეტი პოზიტივითა და ენერგიით აკეთებს , თბილისში დაბრუნებისას
კი დავჯდები და დავწერ ხოლმე ამ ყველაფერზე და ვფიქრობ რომ „ამ“ საქმიანობით მართალია
ვერ ავშენდებით, მაგრამ ვრწმუნდები, რომ არ გადავშენდებით მაინც.





<3
ReplyDelete<3 ...
ReplyDeleteველი შეფასებას?😊
Deleteმართალი ხართ, არ გადავშენდებით ამ საქმით,მაგრამ ვფიქრობ რომ ავშენდებით კიდეც. მსგავსი საქმიანობებით სული უნდა გავიმდიდროთ სული,რომ გადავრჩეთ და ვიცხოვროთ.
ReplyDelete☺️
Deleteსაინტერესოდ წერ :)
ReplyDeleteოპტიმისტი ვარ და მჯერა, არსებობენ მეორე ნახევრები(თუნდაც ერთ კაცზე რამდენიმე ქალი მოდიოდეს :d). მჯერა, არსებობს გრძნობა, რომელიც გონებას, გულს და დედამიწას ერთნაირად ატრიალებს. ყველა იმ ადამიანის მჯერა, სიყვარულს რომ ამჩნევს, ნამდვილს, შემოდგომის ფერს <3