უცნაური ჩვევა
მაქვს.
წიგნს რომ ვკითხულობ პერსონაჟების სახელებს ვერ ვიმახსოვრებ. უფრო მეტიც
, წიგნის დასრულების შემდეგ კი არა დიდი ალბათობით კითხვის პროცესშიც ვაიგნორებ პერსონაჟთა
სახელებს.
ოსკარი... ის
იშვიათი გამონაკლისია, რომლის სახელი არათუ კითხვის დროს, არამედ ყოველდღიურად მთუთქავს
თავისი თბილი , პაწაწინა და ამავე დროს საოცრად ძლიერი გულით . ალბათ მხოლოდ ოსკარის
მსგავს პიროვნებას შეუძლია ასეთი ოპტიმიზმით შეხედოს ცხოვრებას, თავის უკურნებელ სენსა
და სიკვდილს .
გაიაზროს, რომ ცხოვრება დროებითი საჩუქარია და ის სამუდამოდ არ გვეძლევა. იქნებ იმაზეც
დაგვაფიქროს მარადიული სიცოცხლე სიკვდილზე
უარესი ხომ არ იქნებოდა .
სიცოცხლე, რომელსაც
ასე ვეტრფით ან გვძაგვს.... ვფიქრობ, რომ სიცოცხლისადმი ყველაზე ადეკვატური დამოკიდებულება
ოსკარისგან მომისმენია.
და
მე ვეტრფი თუ მძაგს?
ალბათ ვეტრფი,
რადგან როცა სიცოცხლეზე ვფიქრობ პირველი რაც თავში აზრად მომდის ის არის , რომ მადლიერი
ვარ ღმერთის თითოეული ცრემლდანთხეული დღისთვის, რომელმაც ცხოვრება მასწავლა, თუ მასწავლა
ე.ი. ნასწავლის გამოყენებას ვაპირებ, თუ უნდა
გამოვიყენო ე.ი. მომავალს ველოდები, თუ ველოდები ე.ი. იმედი მაქვს, თუ იმედი მაქვს
ე.ი. მადლიერი ვარ უფლის, რომელმაც მაჩუქა სიცოცხლე, მართალია დროებით , მაგრამ მთავარია
მაჩუქა...
ოსკარის გაცნობის
შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ, სხვანაირად შეაფასებთ და დააფასებთ ყველაფერს
რაც გაქვთ , იმასაც გაიაზრებთ , რომ სამუდამო არსებობისთვის არ ვიბადებით და თქვენს
დღეებს, საქმეებსა თუ სამომავლო გეგმებს სხვაგვარად გადააწყობთ. ოსკარმა ეს მოახერხა. 10 დღე ისე გაატარა, რომ სიკვდილს მიახლებული უკვე 100 წლის ადამიანის გამოცდილება
ჰქონდა დაგროვილი.
როგორ?
სიცოცხლესა და
სიკვდილზე თუ დავიწყებთ ფიქრს, სადღაც შუაში, თავში ან ბოლოში სიყვარული აუცილებლად
იჩენს თავს. სიყვარულის გარეშე ხომ არ არსებობს, არც სიცოცხლე და არც სიკვდილი. არც
სიყვარულისთვის სიკვდილი უკვირს არავის და არც სიცოცხლის შესაქმნელად დაბადებული სიყვარული.
ამ უკვდავ თემას ეხმიანება „სიყვარულის ნექტარი“ . წიგნი რომ გამოიცა და სათაური წავიკითხე ჩემს
მეგობარსა და კოლეგას ვუთხარი:
- - ამ თემასთან ბოლო დროს მწყრალად ვარ და ალბათ არ წავიკითხავ
-მეთქი .
მაგრამ წიგნი მაჩუქეს და ჰოი რა დიდი მადლი ქნა იმ ადამიანმა
ვინც ეს ჩაიდინა.
კითხვა დავიწყე
და ერთადერთი რაც მახსოვს ის არის, რომ ჩავისუნთქე და მერე თითქოს ცნობიერ სამყაროს
გამოვეთიშე. სრულიად ლუიზასა და ... (ბიჭის სახელი არ მახსოვს) სიყვარულის ამბავში
აღმოვჩნდი , თითქოს შუაში მე ვიყავი და ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა, ეს მითუმეტეს
არ გამჭირვებია, თუ გავითვალისწინებ რომ საკმაოდ „სტაჟიანი“ „ლავ სთორი“ რამოდენიმე თვის წინ დავასრულე .
ლუიზა თვითონ წავიდა...
მეც მე წამოვედი...
ერთი ამოსუნთქვით
რომ წაიკითხავ ისეთი ამბავია. იქ უყვარდებათ
, სადაც ყველაზე ნაკლებ ელოდები, და იქ რიგდებიან რომ ფიქრობ ეს წარმოუდგენელიაო. ეს
ყველაფერი ისე ბუნებრივად და ისეთი სიცხადით ხდება წაკითხვის შემდეგ რომ იფიქრებ სხვანაირად
წარმოუდგენელი იქნებოდაო.
მოულოდნელი დასასრულით
გამოირჩევა მოთხრობა „სიყვარული საწამლავია“.
თითქოს არაფრით
გამორჩეული მოთხრობის ყველაფრით გამორჩეული და დაუვიწყარი დასასრული. ყველაფერზე რომ
დაგაფიქრებს.
მეგობრობაზე...
სიყვარულზე და
იმაზე რა შეიძლება გააკეთო ადამიანმა სიყვარულისთვის, გაჩვენებს სადამდე შეიძლება
დაეცე ან ამაღლდე ამ დიადი გრძონის სახელით . დაგაფიქრებს უნდა აპატიო თუ არა მოყვასს,
ან რა შეიძლება აპატიო და რა არ ან ვერ?
ამ ყველაფრის
წასაკითხად მხოლოდ ნახევარი დღე დამჭირდა , მაგრამ ახლა წიგნებ ჩაბღაუჭებული ვზივარ
და ვფიქრობ, მეც ხომ ლუიზასავით წავედი, იმიტომ რომ ვერ ვპატიობ... მაგრამ ლუიზა დაბრუნდა...
და მე? ოდესმე ვაპატიებ? გოგოებმა ხომ მეგობარს აპატიეს სიყვარულის სახელით დაშვებული
საბედისწერო შეცდომა...
მე? მე ვაპატიებ?
შეცდომა შეცდომაა...სიყვარულის სახელით ნეტავ რისი პატიება შეიძლება? გაცვეთილი ფრაზაა,
რომ საყვარელ ადამიანს ღალატს ვერ აპატიებ, მარამ თურმე ცხოვრებაში არის ისეთი შეცდომა
რომელთან შედარებითაც ღალატი ყველაზე ადვილი საპატიებელია, შეიძლება - სანატრელიც.
ვაპატიებ თუ არა
ოდესმე , ეს ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანი თემაა, იმიტომ რომ არც მინდა პატიება, მაგრამ
აქ მთავარი ეს არ არის. მთავარი შმიტია, მთავარი მის მიერ დაწერილი მოთხრობებია, რომლებიც
თავდაყირა აყენებს გონებასა და გულს, კითხვის ნიშნებს აჩენს იქ სადაც თითქოს ყველაფერი
ნათელია , მაგრამ მთელი ჯადოსნობაა ისაა, რომ შეუძლებელია წიგნს მეორედ არ დაუბრუნდე
და შენივე კითხვების პასუხები იქვე არ აღმოაჩინო.
ჩემთვის ესაა
შმიტი და და ესაა წიგნი...
წიგნია, რომლის
წაკითხვის შემდეგ ხელახლა გრძნობ, განიცდი , ხელახლა ლაგდები და ხელახლა ირევი.
წიგნია, რომლის
წაკითხვის შემდეგ გრძნობ სიყვარულს, რომელიც გთუთქავს...


No comments:
Post a Comment