პროფესია მასწავლებელი: პროფესია რომლისთვისაც თავში
ფერადბანტიანი იდეების ორომტრიალი უნდა გქონდეს , რომ წარმატებას მიაღწიო, ანუ თაობა
წიგნთან დაამეგობრო.
ამ ყველაფრის წარმატებით შესასრულებლად შთაგონებაა საჭირო,
რომელსაც მე მთებში ვპოულობ, სადაც არასდროს მივდივარ წიგნის გარეშე. ამ ზაფხულს მთათუშეთში
ხალიდ ჰოსეინის წიგნებთან ერთად ვიმოგზაურე. წიგნები იმ სითბოთი, სიყვარულით, ტკივილითა
და ბედნიერებით ვაპოზიორე რაც მათი წაკითხვისას თითოეულმა ფურცელმა მომიტანა.
რაზე?
პირველი რაც გამახსენდა იყო „ფრანით მორბენალი“.
რაზეა
ეს წიგნი?
(ჩემთვის) ეს წიგნი ადამიანობაზეა, რომლის თითოეული დეტალის
სასწავლად სისხლის ცრემლების ნთხევა გიწევს.
(ჩემთვის) ეს წიგნი იმ სულიერ სიმშვიდზეა, რომელსაც
შეცდომის დაშვების შემდეგ სწორ გზაზე დაყენებას მოაქვს, თუნდაც ამას მთელი ცხოვრება
დასჭირდეს და თუნდაც ეს გზა ისეთი ტკივილით იყოს სავსე, რომ კაპილარებში მოძრავი სისხლის
ხმაც გესმოდეს.
(ჩემთვის) ეს წიგნი ღვთის მორჩილებაზეა, რომელიც ისეთი
უტყვი და მშვიდი უნდა იყოს, როგორც დედის გულზე მიძინებული ჩვილის სუნთქვა.
(ჩემთვის) ეს წიგნი სიყვარულისა და ერთგულების ისეთ უნარზეა, რომელიც ისევე წყალუხვი და უშრეტია
, როგორც ამაზონი და ამ სიყვარულით ისე აცოცხლებს გარშემომყოფებს , როგორც უდაბნოს
წყლის თუნდაც ნახევარი წვეთი.
( ჩემთვის) ეს წიგნი ისეთ ემოციებზეა, რომლის კითხვის
დროს გულში მოდუღებული, წამწამებზე ჩანჩქერივით
გადმოხეთქილი და ტუჩებზე მომაკვდავივით მინავლებული ცრემლების შეშრობას უფრო მეტ დროს მოანდომებ , ვიდრე
წიგნის კითხვას.
(ჩემთვის ) ეს წიგნი იმ ომზეა, რომელიც წარსულში დაშვებული
სიმხდალის გამო საკუთარ თავსა და ცხოვრებას გამოუცხადე. ომზეა , რომელიც იქმდე არ დასრულდება,
სანამ გამარჯვებული არ გამოხვალ, თუნდაც ამ გამარჯვებამდე სახე დაგიხოკოს სიმწრისა
და საკუთარი საცოდაობის შეგრძნებამ.
(ჩემთვის) ეს წიგნი იმ ბედნიერებაზეა, რომელიც პატიების
შემდეგ დამკვიდრებულ სიმშვიდესა და ცხოვრებასთან გამართულ შენი გამარჯვებით დასრულებულ ომს მოაქვს. გამარჯვება, რომელიც ბრძოლას მოაქვს, რომლისთვისაც
გჭირდება ენერგია, რომელიც თავის მხრივ შთაგონებას მოითხოვს ეს უკანასკნელი კი წარმოუდგენელია
გეწვიოს „ფრანით მორბენალის“ გარეშე.
ამ ფიქრებში გართული გამომაფხიზლა სვანი მძღოლის შეძახილმა
, იმის შესახებ რომ წასვლის დრო იყო. ამოვიკნავლე :
-არ მინდა წასვლა...
ვერც გავიაზრე ეს თუ ხმამაღლა ვთქვი და ისევ სვანმა
მასპინძელმა არ დააყოვნა:
-
დარჩი
და ამოგაკითხავ...
ადვილი წარმოსადგენია რაოდენ ძნელია აქ დარჩენის ცდუნებას
გაუძლო...
იქამდე , კი უბრალოდ „ბარგი ჩაალაგე, ოცნებები თავისით
არ ხდება.
No comments:
Post a Comment